მთვარის ახალი კოლექცია: ექვსი ნივთი ხელით დამუშავებულ ვერცხლში.
ბრენდებისა და ადამიანების ურთიერთობის სივრცე
სადაც ურთიერთობაგამოწერით იწყება.
გაუზიარეთ შეთავაზებები, ახალი კოლექციები და სიახლეები ადამიანებს, რომლებიც თავად ირჩევენ თქვენი ბრენდის გამოწერას.
სანიმუშო ბრენდები გამოგონილია.
რატომ Realize
თქვენი სიახლეები —ხმაურის გარეშე.
სივრცე ბრენდების სიახლეებისთვის — პირადი პოსტებისა და ვირუსული ვიდეოების გარეშე.
ბრენდებისთვის შექმნილი ფიდი
თქვენი კოლექციები, შეთავაზებები და სიახლეები თავს იყრის ფიდში, რომელიც მხოლოდ გამოწერილი ბრენდების პოსტებს ეთმობა.
აუდიტორია, რომელმაც თქვენ აგირჩიათ
დაამყარეთ კავშირი ადამიანებთან, რომლებმაც თქვენი ბრენდი იმიტომ გამოიწერეს, რომ თქვენი სიახლეების მიღება სურთ.
მეტი გზა თქვენი ბრენდის აღმოსაჩენად
ადამიანებს შეუძლიათ იპოვონ თქვენი ბრენდი კატეგორიების დათვალიერებით, „ჩემ გარშემო“ ლოკაციით ან ძიების გამოყენებით.
მიაღწიეთ ახალ ადამიანებამდე გაზიარებით
როცა ვინმე თქვენს პროფილს ან პოსტს აზიარებს, სხვებსაც აძლევს თქვენი ბრენდის აღმოჩენის შესაძლებლობას.
როგორ მუშაობს
ურთიერთობა აღმოჩენით იწყება
Realize-ზე ადამიანები იმ ბრენდებს იწერენ, რომელთა სიახლეების მიღებაც სურთ. თქვენი სიახლეები მათი ფიდის ნაწილი ხდება.
ბრენდის აღმოჩენა
ვინმე გპოულობთ კატეგორიით, ლოკაციით ან გაზიარებული პოსტით.
გამოწერა
ის თავად ირჩევს თქვენი სიახლეების გამოწერას.
ბრენდის სიახლეები
რასაც აქვეყნებთ, მისი ინტერესებით შექმნილი ფიდის ნაწილი ხდება.
ურთიერთობა
ის რეაგირებს, ინახავს, აზიარებს, გიკავშირდებათ ან გადადის ბრენდის ვებგვერდზე.
სანიმუშო ბრენდები გამოგონილია.
თქვენი სიახლეები — ყურადღების ცენტრში
მეტი გზა აღმოჩენისთვის.მეტი მიზეზი დაბრუნებისთვის.
თქვენი შეთავაზებები და სიახლეები გამომწერების ფიდში ჩნდება. თემატური განყოფილებები ადამიანებს თქვენი კონტენტის აღმოჩენაში და სწრაფ პოვნაში ეხმარება.
გახდით ყოველდღიური აღმოჩენების ნაწილი
გაუადვილეთ საინტერესო სიახლეებთან დაბრუნება
იყავით მარტივად ხელმისაწვდომი
ინტერესიდან მოქმედებამდე —ერთი შეხებით.
დაუმატეთ თქვენს პოსტებს მოქმედების ღილაკი. დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლებათ დაგირეკონ, მოგწერონ WhatsApp-ში ან Messenger-ში, ან გადავიდნენ თქვენს ვებგვერდზე.
აქციეთ ინტერესი ზარად
დაიწყეთ პირდაპირი საუბარი
გადაიყვანეთ მომხმარებელი თქვენს ვებგვერდზე
Mtvare Silver
აქსესუარები, 1 სთ
მთვარის ახალი კოლექცია: ექვსი ნივთი ხელით დამუშავებულ ვერცხლში.
შეიძინე ონლაინ
mtvaresilver.ge
სანიმუშო ბრენდები გამოგონილია.
გააზიარეთ, რა არის ახალი
ახალი ისტორია.ახალი კოლექცია.ახალი პროდუქტი.ახალი შეთავაზება.
ბრენდების კატეგორიები
სხვადასხვა კატეგორია.გამარტივებული აღმოჩენისთვის.
Realize-ზე ბრენდები განთავსებულია კატეგორიების მიხედვით, უკეთესი ხილვადობისა და აღმოჩენისთვის.
შემოუერთდით Realize-ს.დაიწყეთ უფასოდ.
გაგვაცანით თქვენი ბრენდი და დაიწყეთ უფასო პაკეტით. უფასო პაკეტი ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ბრენდის შესახებ
გაგვიზიარეთ რამდენიმე დეტალი თქვენი ბიზნესის შესახებ.
ბრენდის შეფასება
Realize-ის გუნდი განიხილავს თქვენს განაცხადს და შეაფასებს, რამდენად შეესაბამება თქვენი ბრენდი პლატფორმაზე გაწევრიანების კრიტერიუმებს.
ბრენდის რეგისტრაცია
დამტკიცების შემდეგ თქვენი ბრენდი დარეგისტრირდება Realize-ზე. ამის შემდეგ შეძლებთ პოსტების გამოქვეყნებას და თქვენს კონტენტზე გამოხმაურების შეფასებას.
კითხვები
კითხვები, რომლებსაც ბრენდები სვამენ.
რა არის Realize?
Realize არის ბრენდებისა და ადამიანების ურთიერთობის მობილური პლატფორმა. აქ ადამიანები აღმოაჩენენ საინტერესო ბრენდებს, თავად ირჩევენ, რომელ მათგანს გამოიწერენ, და ნახულობენ მათ შეთავაზებებს, ახალ პროდუქტებს და სიახლეებს — ერთ აპში.
რა კატეგორიის ბრენდებისთვის არის Realize?
Realize განკუთვნილია მხოლოდ სამომხმარებლო ბრენდებისთვის (B2C) — ბიზნესებისთვის, რომლებიც პროდუქტებს ან მომსახურებას უშუალოდ მომხმარებლებს სთავაზობენ.
რა პრობლემას წყვეტს Realize ბრენდებისთვის?
სოციალურ ქსელებში ბრენდების სიახლეები იფანტება პირად პოსტებს, ვირუსულ ვიდეოებსა და რეკლამებს შორის. Realize-ში თქვენი პოსტები ხვდება გამოწერილი პოსტების სივრცეში (Feed) — ფასიანი რეკლამირების საჭიროების გარეშე.
რა პრობლემას წყვეტს Realize მომხმარებლისთვის?
საინტერესო ბრენდების სიახლეების პოვნა ხშირად სხვადასხვა გვერდზე გადასვლასა და უამრავი სხვა პოსტის დათვალიერებას მოითხოვს. Realize-ში მომხმარებლებს მათ მიერ გამოწერილი ბრენდების შეთავაზებები და სიახლეები ერთ სივრცეში ხვდებათ — პირადი პოსტებისა და არასასურველი რეკლამების გარეშე.
როგორ იპოვიან ჩემს ბრენდს?
ადამიანებს შეუძლიათ თქვენი ბრენდის პოვნა კატეგორიების დათვალიერებით, „ჩემ გარშემო“ რეჟიმით ან ძიებით. თქვენი პოსტების აღმოჩენა ასევე შესაძლებელია ახლად დამატებულ, ტრენდულ და შესაბამისი კატეგორიის სიახლეებში.
როგორ ხდება პოსტების განთავსება?
რეგისტრაციის შემდეგ შეძლებთ თქვენი ბრენდის პოსტების დამოუკიდებლად გამოქვეყნებას და მათი შედეგების ნახვას Realize-ის ვებპლატფორმიდან.
რისი გამოქვეყნება შეუძლიათ ბრენდებს?
ბრენდის პოსტებში შეიძლება იყოს კოლექციები, პროდუქტები, ისტორიები, სიახლეები და შეთავაზებები.
შეუძლიათ თუ არა მომხმარებლებს პოსტების გამოქვეყნება?
Realize-ზე პოსტებს აქვეყნებენ მხოლოდ მონაწილე ბრენდები. მომხმარებლებს შეუძლიათ პოსტების მოწონება, შენახვა და გაზიარება.
შეუძლიათ თუ არა მომხმარებლებს Realize-ზე პირდაპირ ყიდვა?
Realize ორიენტირებულია ბრენდების სიახლეების მიწოდებასა და კომუნიკაციაზე. ბრენდის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან მომხმარებლებს შეუძლიათ დაურეკონ ბრენდს, გადავიდნენ მის ვებსაიტზე ან მისწერონ WhatsApp-სა თუ Messenger-ში — პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ან შესაძენად.
ცვლის თუ არა Realize ჩვენს არსებულ არხებს?
Realize ავსებს თქვენს არსებულ არხებს. ეს არის ბრენდებზე ორიენტირებული ციფრული სივრცე, სადაც ადამიანები აღმოაჩენენ თქვენს ბრენდს, გამოიწერენ მის სიახლეებს და დაინტერესების შემთხვევაში გადავლენ თქვენს ვებსაიტზე ან დაგიკავშირდებიან ზარით, WhatsApp-ითა თუ Messenger-ით.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბრენდი?
Realize-ზე გასაწევრიანებლად ბრენდი უნდა სთავაზობდეს პროდუქტებს ან მომსახურებას უშუალოდ მომხმარებლებს (B2C), ჰქონდეს გამართული გვერდი Facebook-ზე ან Instagram-ზე და შეეძლოს სიახლეების რეგულარულად გამოქვეყნება.
რა ღირს მონაწილეობა?
შეგიძლიათ დაიწყოთ უფასო პაკეტით და თავად შეაფასოთ, რა სარგებელი მოაქვს Realize-ს თქვენი ბრენდისთვის. უფასო პაკეტი ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება.
როგორ შემოვუერთდეთ Realize-ს?
შეავსეთ განაცხადის ფორმა და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი შემდეგი ნაბიჯი — ზარი, ონლაინ შეხვედრა ან ბრენდის რეგისტრაციის მოთხოვნა.







